Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „ტუ 204 ის“ კატასტროფას ოთხი კაცი ემსხვერპლა


თვითმფრინავის ეკიპაჟის 4 წევრი დაიღუპა რუსეთის ავიაკომპანია „Red Wings“-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ჩეხეთიდან მომავალი „ტუ 204“-ი ტიპის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაშვების შემდეგ საფრენ ბილიკზე გადატრიალდა, სამ ნაწილად დაიმსხვრა და შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟის კაბინა მოსკოვის კიევის პროსპექტზე დაეცა და გზაზე მოძრაობა შეაჩერა. ლაინერის ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ოთხი მათგანი, მათ შორის ეკიპაჟის მეთაური დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკიპაჟის კიდევ ოთხი წევრი ჰოსპიტალში მოათავსეს. თვითმფრინავის კატასტროფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG