Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ადეიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ. მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ საქმის განხილვის პროცესი ჩაიწეროს და საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი იყოს. ადოკატი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, მართლაც მიმართა თუ არა ზურაბ ადეიშვილმა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. გოჩა სვანიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ან აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ზურაბ ადეიშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს 5 იანვარს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და შეუჩერა საქართველოს მოქალაქისა და დიპლომატიური პასპორტების მოქმედება. ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების გაყალბება და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზება. ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება პატიმრებისადმი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომლის ამსახველი ვიდეომასალა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG