Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 16 ადამიანი


ბაღდადის რეგიონში დანაღმული ავტომანქანების აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 16 ადამიანი. დაჭრილია 50-ზე მეტი. ყველაზე დიდი მსხვერპლი, ექვსი დაღუპული და 20-ზე მეტი დაჭრილი, მოჰყვა ბაღდადის ჩრდილოეთით, 25 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტაჯის სამხედრო ბაზასთან მოწყობილ აფეთქებას. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. გასულ კვირაში ერაყში ძალადობამ შეიწირა, სულ ცოტა, 88 ადამიანი. თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა იკისრა ერაყში მოქმედმა ალ-ყაიდამ.
XS
SM
MD
LG