Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხიკოში 25 ადამიანი დაიღუპა ნავთობკომპანიაში აფეთქების შედეგად


მეხიკოში 25 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პემექსის“ სათავო ოფისში აფეთქების შედეგად. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანი ეგულებათ 52-სართულიან შენობაში, რომლის ნაწილიც დანგრეულია. სამაშველო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო, რომელმაც, მისივე თქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა "კოორდინაცია და შეუსვენებლად მუშაობა სამაშველო ძალისხმევისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად". პრეზიდენტის განცხადებით, "ტექნიკურ საკითხებზე წინადადებებით გამოსვლამდე, უნდა მივიდნენ ადგილებზე, სადაც ნანგრევებია და დამხმარე ძალები უნდა განთავსდნენ იმ ადამიანების საშველად, ვინც შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი“. როგორც მეხიკოდან იუწყებიან, "პემექსის" სათავო ოფისის სამი სართული მძიმედ დაიზანდა მიმდებარე ადმინისტრაციული შენობის სარდაფში მომხდარი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG