Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეურვეო საბჭომ არ შეცვალა გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება თანამდებობიდან გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების შესახებ. დღევანდელი სხდომის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ ვერ მოიძიეს იურიდიული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა 4 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელახალ კენჭისყრას. ამასთან, გახელაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დამსწრე, საბჭოს რვავე წევრმა აღნიშნა, რომ მსგავსი მექანიზმის არსებობის შემთხვევაშიც კი არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, რომელიც სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს, მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
XS
SM
MD
LG