Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერმა კენიატამ გაიმარჯვა


კენიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, როგორც ჩანს, ყველაზე მეტი ხმა ერგო ვიცე-პრემიერ უჰურუ კენიატას, მაგრამ მისი მთავარი მეტოქე უარს ამბობს დამარცხების აღიარებაზე. ორშაბათის არჩევნების წინასწარი შედეგებით, კენიატას ერგო ხმების 50,03% - ხმების საკმარისი რაოდენობა არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა, რომელმაც ხმების 43,28% მიიღო. ოდინგა აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ის სასამართლოში გაასაჩივრებს შედეგებს. კენიის საარჩევნო კომისია დღესვე, მოგვიანებით აპირებს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. კენიაში 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებამ შეიწირა 1100-ზე მეტი ადამიანი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაშია განთავსებული, კენიატას წაუყენა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ბრალდება, 2007 წლის ძალადობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანით.
XS
SM
MD
LG