Accessibility links

კვიპროსის ლიდერები ალტერნატიულ გზაზე მსჯელობენ


კვიპროსის პოლიტიკური ლიდერები საგანგებო მოლაპარაკებებს მართავენ, რათა მოძებნონ ალტერნატიული გზა ფინანსური კრახის თავიდან ასაცილებლად, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არ დაუჭრა მხარი საერთაშორისო დახმარების გეგმას. ევროკავშირი და საერთაშორისო ფონდი კვიპროსისათვის 10 მილიარდი დოლარის მოცულობის საგანგებო სესხის გამოყოფას დათანხმდნენ, თუკი ნიქოსია მოახერხებდა დანარჩენი 5.8 მილიარდი ევროს მობილიზებას. კვიპროსის მთავრობას განზრახული ჰქონდა აღნიშნული თანხა საბანკო დეპოზიტების დაბეგვრით მიეღო, თუმცა კანონმდებლებმა 19 მარტს არ დაუჭირეს მხარი მთავრობის ამ გეგმას. ევროპის კომისია აცხადებს, რომ კვიპროსის გადასაწყვეტია ალტერნატიული წინადადების შემუშავება, რაც ყველა მონაწილე მხარესთან უნდა შეთანხმდეს. ამავდროულად ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მიხალის სარისმა, რომელიც კვიპროსის ბანკების დახმარების გზებს ეძებს, მოლაპარაკება გამართა რუსეთის ხელისუფლების წარმომდგენლებთან. რაიმე წარმატების თაობაზე ცნობა არ არის, თუმცა რუსეთის მედიის თანახმად, მოლაპარაკებები ხუთშაბათსაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG