Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტოგრაფებს ნასამართლეობა მოუხსნეს


უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში 2011 წელს ბრალდებულ ფოტოგრაფებს ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და ნასამართლეობა მოუხსნეს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო. თავად ფოტოგრაფებმა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ნასამართლეობა პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდათ.
XS
SM
MD
LG