Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მკვლელობაში ბრალდებული ნეონაცისტის სასამართლო დაიწყო


გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც რასისტულ ნიადაგზე მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნეონაცისტი ქალის საქმეს განიხილავს. 38 წლის ბეატე ცშეპე გაძლიერებული ესკორტის თანხლებით მიიყვანეს მიუნხენის სასამართლოში, რომლის წინ ანტინაცისტური დემონსტრაცია გაიმართა. ბრალდების თანახმად, 2000-2007 წლებში ცშეპემ რვა თურქის, ერთი ბერძენისა და ერთი გერმანელი პოლიციელი ქალის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. საქმეში ფიგურირებს ასევე ორი აფეთქება და ბანკის ძარცვის 15 შემთხვევა. ბეატა ცშეპე უკიდურესად მემარჯვენე იატაკქვეშა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი იყო. ამ ჯგუფის 2 წევრი 2011 წელს დაიღუპა. მათ თავი აიფეთქეს მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ერთ-ერთი ბანკის გაძარცვის გეგმა. ცშეპეს ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, უვადო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG