Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


ერევნის მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც კვირას გაიმართა, წინასწარი მონაცემებით დიდი სხვაობით იმარჯვებს სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 464 საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების დათვლით, 58 %-ით ლიდერობს სომხეთის მმართველი - რესპუბლიკური პარტია, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მოქმედმა მერმა ტარონ მარქარიანმა მეორე ვადითაც დაიკავოს ერევნის მერის პოსტი. მუნიციპალურ არჩევნებში მეორე ადგილზე ხმათა 20 პროცენტით გადის სომხეთის კეთილდღეობის პარტიის წარმომადგენელი. ხოლო სომხეთის ეროვნულმა კონგრესს, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი უდგას სათავეში, ხმათა 5 პროცენტი აქვს. ოპოზიციური პარტია ერევნის მუნიციპალურ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. სომხეთის ეროვნული კონგრესი დარწმუნებულია იმაშიც, რომ არჩევნებში მონაწილეობა 53.6 პროცენტზე გაცილებით ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG