Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შვეულმფრენის კატასტროფის ადგილზე გვამები იპოვეს


ორი დაღუპულის გვამს მიაგნეს მაშველებმა მი-8 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფის ადგილზე რუსეთის ირკუტსკის ოლქში. შვეულმფრენის ბორტზე 9 კაცი იმყოფებოდა - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 6 თანამშრომელი და ეკიპაჟის სამი წევრი. შვეულმფრენს გადაჰქონდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც მდინარეებზე წარმოქმნილი ყინულის ხერგილების დასაშლელად იყო გამიზნული. ორშაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
XS
SM
MD
LG