Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო 23 აპრილს დაადო. მიხეილ სააკაშვილმა ხელი არც პარლამენტის მიერ მაისში ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს მოაწერა, რის გამოც, დავით უსუფაშვილმა კანონით მინიჭებული ხელმოწერის უფლებით ისარგებლა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცვლილებები ხვალიდან ამოქმედდება და შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარ წარმომდგენლებს აირჩევს. უსუფაშვილის განმარტებითვე, თავად პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს პროცედურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად.
XS
SM
MD
LG