Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი ხვალ მოინახულებს პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს


ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი, პოლონელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან კრჟიშტოფ ლისეკი ხვალ დილით შეხვდება ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს. ლისეკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც პოლონელი დეპუტატის განცხადებით, გამოეხმაურა მის თხოვნას საკანში მოენახულებინა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კრჟიშტოფ ლისეკმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვანო მერაბიშვილს 4 ივნისს, დილის 9 საათზე შეხვდება და დაინტერესდება, დაცულია თუ არა მისი უფლებები, სარგებლობს თუ არა ადვოკატის დაცვით და აქვს, თუ არა კონტაქტი ოჯახის წევრებთან.
XS
SM
MD
LG