Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა განსაზღვრა ნატოს სატრანზიტო ცენტრის დახურვის თარიღი


ყირგიზეთის პარლამენტმა განსაზღვრა ბიშკეკთან მდებარე მანასის აეროპორტში ნატოს სატრანზიტო ცენტრის დახურვის თარიღი. კანონმდებლებმა მოიწონეს აშშ-ყირგიზეთის შეთანხმება 2014 წლის 11 ივლისს ცენტრის დახურვის შესახებ. დღეს მხარდაჭერილი კანონპროექტით, ყირგიზეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონს ბაზის დახურვამდე 180 დღით ადრე უნდა მიაწოდოს შესაბამისი ოფიციალური ინფორმაცია. ძალაში შესვლამდე, კანონპროექტს პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ხელმოწერა სჭირდება. მანასს იყენებენ სატრანზიტო ცენტრად, სადაც 1000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავია ბაზირებული.
XS
SM
MD
LG