Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი ეგვიპტეს მოუწოდებს თავი შეიკავოს პოლიტიკური დაპატიმრებებისგან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის თანახმად, ვაშინგტონი ეგვიპტის არმიას მოუწოდებს თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. კაიროში ვიზიტით მყოფმა ბერნსმა ასევე განაცხადა, „ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს ეგვიპტის დემოკრატიულ წარმატებას და კეთილდღეობასო“ და დასძინა, „თავიანთი მომავლის განსაზღვრა მხოლოდ ეგვიპტელებს ძალუძთო“. ბერნსი ამ განცხადებებით გამოვიდა ეგვიპტის დროებით პრეზიდენტთან, ადილ მანსურთან და თავდაცვის მინისტრთან, აბდელ ფატახ ალ-სისისთან შეხვედრის შემდეგ. ბერნსის თქმით, ვაშინგტონი „უერთგულებს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს“ - მათ შორის ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის დაცვას. ამასთან, მისი განცხადებით, ვაშინგტონი უპირატესობას არ მიანიჭებს რომელიმე პიროვნებას ან პარტიას. ბერნსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ეგვიპტეს მას შემდეგ ესტუმრა, რაც 3 ივლისს არმიამ ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი გადააყენა. მურსი დაკავებულია და გარე სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება წართმეული აქვს, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ბერნსი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს სამშაბათს გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG