Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის მმართველობა საერთაშორისო შუამავლების მცდელობას ჩაშლილად მიიჩნევს


ეგვიპტის ადმინისტრაციის თქმით, საერთაშორისო მცდელობა, დასრულებულიყო ეგვიპტის პოლიტიკური კრიზისი, ჩაიფუშა. ამაში გარდამავალი ხელისუფლება ადანაშაულებს „მუსლიმთა საძმოს“. ოთხშაბათის განცხადებაში ადმინისტრაცია წერს, რომ დასავლელი და არაბი დიპლომატების წამოწყება, რომელსაც სათავე დაედო 10 დღის წინ, „დღეს დასრულდა“. ეს განაცხადება მოჰყვა აშშ-ის, ევროპის კავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნების მცდელობებს, განემუხტათ კრიზისი სამხედროთა მიერ დანიშნულ მთავრობასა და ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეთა შორის. ეგვიპტის ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, აღკვეთოს მურსის მოხრეთა ორი მჯდომარე დემონსტრაცია კაიროში. სამასამდე ადამიანი დაიხოცა ძალადობის დროს მურსის ჩამოგდების, 3 ივლისის, შემდეგ.
XS
SM
MD
LG