Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ეწვია წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია შორეულ აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებს, რომლებიც უპრეცედენტო წყალდიდობამ დააზარალა. ამურის ოლქში ვიზიტისას, პუტინი ადგილობრივ ლიდერებსა და ფერმერებს შეხვდა, მათ კომპენსაციების გამოყოფას დაჰპირდა. ცნობების თანახმად, წყლის დონემ ამურის ოლქში კლება დაიწყო, თუმცა კვლავ მძიმეა ვითარება ხაბაროვსკში. მოსალოდნელია, რომ კვირამდე წყლის დონე იქ 780 სანტიმეტრს მიაღწევს. ამურის რეგიონში, ხაბაროვსკში, იაკუტიასა და ებრაელთა ავტონომიურ ოლქში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ მძიმე ზარალი მიაყენა ათობით დასახლებასა და მაღაროებს. საქმე ეხება რუსეთში ბოლო 120 წლის ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას.
XS
SM
MD
LG