Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გარდაიცვალა რუსეთის ვიცე-კონსულის, 9 სექტემბერს მოკლული დმიტრი ვიშერნიოვის მეუღლე


სოხუმში გარდაიცვალა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის ვიცე-კონსულის, 9 სექტემბერს მოკლული დმიტრი ვიშერნიოვის მეუღლე. როგორც იტყობინებიან, ოლგა ვიშერნიოვა, რომელიც მძიმედ დაიჭრა მის მეუღლეზე თავდასხმის დროს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივანი ორშაბათს მოკლეს სოხუმში, როცა ის თავის სამსახურის მანქანაში იჯდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
XS
SM
MD
LG