Accessibility links

თოჯინების თეატრის უჩვეულო პროტესტი


თბილისის თოჯინების თეატრის დასმა ორიგინალურად გამოხატა პროტესტი თავისი შენობის გაჭიანურებული რემონტის წინააღმდეგ. აქციის ფარგლებში მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით. თეატრი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ბოლოს და ბოლოს დაასრულოს ორი წლის წინ დაწყებული რემონტი. აღმაშენებლის პროსპექტის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც თოჯინების თეატრის შენობის რემონტიც იგეგმებოდა, 2012 წელს დასრულდა, მაგრამ უშუალოდ თეატრში სარემონტო სამუშაოები შუა გზაზე შეჩერდა. ამჟამად თეატრის სპექტაკლები ნაქირავებ სივრცეში იმართება.

XS
SM
MD
LG