Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებში სირიის კონფლიქტის თაობაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება - თუმცა მთავრობა უარყოფს მოწოდებებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, „კოლონიური ეპოქა დამთავრდაო“. ეს სიტყვები პასუხი იყო ბრიტანელი და ფრანგი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ასადს სირიის პოლიტიკურ ცვლილებებში არანაირი როლი არ შეიძლება ჰქონდეს. სირიელი დიპლომატის თქმით, სირიის მთავრობის დელეგაცია ჟენევაში იმისთვის არ წავა, რომ „ძალაუფლება ვინმეს დაუთმოს“. ჟენევა-2-ის სახელით ცნობილი მოლაპარაკება 22 იანვარს უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია მონაწილეთა სრული სია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მხარეები, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს პირობებს უყენებენ, რეალურად მის ობსტრუქციას ცდილობენ. ლავროვმა სირიის ოპოზიცია დაადანაშაულა ჟენევა-2-ის ორგანიზების პროცესში შეფერხებების გაჩენაში.
XS
SM
MD
LG