Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სავარაუდოდ, ხუთ ადგილას


სირიაში ქიმიური იარაღი „სავარაუდოდ გამოყენებული იყო“ ხუთ ადგილას, ნათქვამია გაეროს ანგარიშში. სამიდან ორ შემთხვევაში, ქიმიური იარაღის სამიზნე სამხედროები იყვნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში, როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთანავე ანგარიშში არ კონკრეტდება ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, სახელმწიფომ თუ ამბოხებულებმა. პარასკევს, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დახურული სესიის ფარგლებში გააცნობს ასამბლეას გაეროს ინსპექტორების მიერ მიღებულ ინფორმაციას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. რამდენიმე ხნით ადრე გაერომ დაადასტურა, რომ დამასკის გარეუბანში, 21 აგვისტოს გამოყენებულ იქნა მომწამვლელი გაზი ზარინი. აღნიშნულის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG