Accessibility links

logo-print

გაერო მხარს უჭერს ერაყის მთავრობის სამხედრო ოპერაციას


გაეროს უშიშროების საბჭო მხარ უჭერს ბაღდადს, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობს აღადგინოს კონტროლი ალ ყაიდის მოკავშირე დაჯგუფებების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ექსტრემისტული ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის სახელმწიფოს მებრძოლების შეჭრას ანბარის პროვინციის ქალაქებში რამადისა და ფალუჯაში. უშიშროების ძალები და მათი მოკავშირეები ცდილობენ მთავრობის მოწინააღმდეგე სუნიტების და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების განდევნას აღნიშნული ქალაქებიდან. ერაყის უშიშროების ძალები და სუნიტი მეომრები აცხადებენ, რომ დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადიში შეტაკებების შედეგად კონტროლი აღადგინეს ქალაქ რამადის მეტ რაიონზე. ადგილობრივი პოლიციისა და მათი სუნიტი მოკავშირეების ცნობით, მათ რამადის ორ რაიონში დაამარცხეს ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტები, დახოცეს მათი 25-მდე მებრძოლი. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის ცნობით, შეტაკებების დროს დაიღუპა ერაყის სპეცდანიშნულების შენაერთის ოთხი წევრიც.
XS
SM
MD
LG