Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა


სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ნიკოლიჩის განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, არჩევნები 16 მარტს გაიმართება. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მოჰყვა მმართველი კოალიციის წამყვანი პარტიის, სერბიის პროგრესული პარტიის ოფიციალურ მიმართვას ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ის აცხადებს, რომ უფრო ძლიერი მანდატი სჭირდება რეფორმების დასაჩქარებლად, ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სერბიის მისწრაფების ფონზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, სერბიის პროგრესული პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს და, შესაბამისად, არჩევნებზე ძლიერი მხარდაჭერის მოპოვების კარგი შანსი აქვს.
XS
SM
MD
LG