Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში ნორვეგია ლიდერობს ოლიმპიური თამაშების პირველი დღის შემდეგ


სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი დღის შემდეგ ნორვეგია ლიდერობს ოლიმპიური მედლების რაოდენობით. მისი გუნდის წევრებმა შაბათს მოიპოვეს ოქროს ორი და ვერცხლის და ბრინჯაოს თითო-თითო მედლები. ხოლო კვირის ასპარეზობებიდან უკვე ცნობილია, რომ ოქროს მედლები ერგოთ ავსტრიელ სამთო მოთხილამურე მათიას მაიერს, ამერიკელ სნოუბორდელ ქალს, ჯეიმი ანდერსონს და შვეიცარიელ დარიო კოლონიას 30 კილომეტრზე თხილამურებით რბოლაში. კვირას ოლიმპიური ოქროს მოპოვების კარგი შანსი აქვს რუსეთის გუნდსაც - კერძოდ, ფიგურულ მოციგურავეებს, მათ შორის ევგენი პლუშენკოს.
XS
SM
MD
LG