Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: მნიშვნელოვნად შემცირდა უკმაყოფილება საარჩევნო კოდექსის გამო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ოპოზიციის უკმაყოფილება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩება მერებისა და გამგებლების არჩევნებისთვის დაწესებული 40%-იანი და 33%-იანი ბარიერი, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციას მიუღებლად მიაჩნია. ის მოითხოვს თვითმმართველი ქალაქების მერის საარჩევნო ბარიერის 50 %-მდე აწევას. უსუფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის საარჩევნო ბარიერს. მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები და საბოლოო გადაწყვეტილებები დახლოებით ერთ კვირაში იქნება მიღებული. „კოლეგებმა დასვეს საკითხი გარკვეული ვარიაციების - ანუ, ამ ბარიერების არსებობის შიგნით რაღაც დამატებითი საკითხების დაზუსტების და მე მივეცი პირობა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ. თუმცა ამ წუთში გადაწყვეტილება არის ის, რომ 33% და 40% იყოს ბარიერი“, განაცხადა უსუფაშვილმა კვირას თბილისში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG