Accessibility links

logo-print

ცეკვა "ინკლუზიურად" (ჩვენებური კანდოკა) - ნაწ. II


ავტორი: ანი რევაზიშვილი

( I ნაწილის გაგრძელება)

შესვენების შემდეგ ტრენერებმა ახალი აქტივობა შემოგვთავზეს: შემთხვევითად დავწყვილდით და გადავინაწილეთ როლები - წყვილიდან ერთი სხეულის სხვადასხვა ადგილას ეხებოდა მეწყვილეს, ხოლო ეს უკანასკნელი სხეულის იმ ნაწილით სადაც შეეხნენ მოძრაობას იწყებდა შეხების მიმართულებით. მეორე ეტაპზე პირიქით - შეხების საწინააღმდეგო მხარეს.
საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა და თავიდან ასეც მეგონა - როგორც იქნა ცეკვაზე გადავედითქო. მანამ სანამ არ დასვეს კითხვა: რამდენმა დაიჭირეთ თავი იმაში რომ შემხების როლის შესრულების დროს მეწყვილეს უბიძგებდით ან საწინააღმდეგოდ წასულიყო ან არადა პირიქით შეხების მიმართულებით. ეს მე ნამდვილად ვიყავი. სტატუსი (შემხები) უპირატესად მომეჩვენა და ძალის რეალიზებაც მოვახდინე, მე ვიყავი ექსპერტი ვინც ზუსტად ვიცოდი რა მოძრაობა უნდა განეხორციელებინა. გამოვიდა მარიონეტობანა.

მაკრატელი
მზის სხივებისგან თვალების მოჩრდილვა
ფარდის გადაწევა
წყალში ჩახტომა
დნობა
აორთქლება
პირიობითად მოძრაობების ის ჩამონათვალი რაზეც ყველას ინდივიდუალურად უნდა აგვეგო ერთი მოძრაობის ჯაჭვი. სხეულით განგვესახიერებინა სიტყვები ჩამონათვალიდან. რაც არ მოითხოვდა ცეკვის განსაკუთრებულ უნარებს ან ე.წ მუსიკალურ სმენას.
20 მონაწილედან 2ს არ აღუქვია და უჩვენებია მსგავსად ერთი და იმავე სიტყვის ქვეშ ნაგულისხმები მოძრაობა. პოეტურად ნათქვამი დაახლოებით ესეთი იქნებოდა : ეს იყო უნიკალურობის, ინდივიდუალურობის ანდაც პიროვნულობის ზეიმი.
20 კაციდან 20 განსხვავებული მოძრაობა და ამ მოძრაობათა ბმა... ეს იყო 20 ერთ სათაურში, შინაარსით საერთო, თუმცა ვიზუალით განსხვავებული კომპოზიცია. ერთი შეხედვით ქაოსი.
ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე შეყვარებულს, ერთ დროს მოცეკვავესაც მეგონა სილამაზე მხოლოდ სინქრონში იყო. ყველა ირხევა ერთი მიმართულებით ერთი მოძრაობით. თურმე არც ასე მკაცრად ყოფილა საქმე. იმ წუთას როცა სხვა მონაწილეებს ვუყურებდი როგორ (არ შემრცხვება და ვიტყვი) ცეკვავდნენ, ქართული ნაციონალური ცეკვა კოპირების მექანიზმად მომეჩვენა.
უკანასკნელი ნაწილი მონაწილეთაგან კრეატიულობას მოითხოვდა. შეგვერჩია აქტივობა დაგვეწესებინა ამ აქტივობაში ჩართული პირების დასაშვები რაოდენობა, შესრულების დრო და დამატებითი პირობა. ე.წ ბარიერების სისტემა უნდა წარმოგვედგინა.
ვიფიქრე რატომაც არათქო და:
ყველა მონაწილემ
1 წუთში
იატაკზე საკუთარი სხეულით შექმნას ყვავილი!
ეს კიდევ ერთი შემთხვევა იყო და უკანასკნელი იმ დღეს როცა სხვა მონაწილეების ყურადღება კვლავ მივიპყარი. ვერსია მიღებულ იქნა და ჩემი იდეის გარშემო ყველა იატაკზე გაწვა. ყვავილი, რომელიც შედგა ის ნამდვილად არ იყო რასაც ველოდი, ერთი პირობა იმასაც ვფიქრობდი რომ ეს საერთოდ არ იყო ყვავილი და გავბრაზდი კიდეც - ინსტრუქცია ვერ გაიგესთქო.
დამთავრდა თუ არა აქტივობა სუსანამ (ერთ ერთმა ტრენერმა) მკითხა : ეს ის იყო რაც შენ გინდოდა, რის დანახვასაც ელოდიო? არამეთქი - გულწრფელობანა გამახსენდა. არ იყოთქო გავუმეორე. გაეცინა.
- მანამ სანამ რაიმეს შევასრულებთ და სხვას ვთხოვთ რომ შევასრულოთ თავში გვაქვს გარკვეული გეგმა, მოლოდინი და ხატი როგორი წარმოგვიდგენია ის შესრულებული. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ის თქვენს თავშია და სხვა მას ვერ ხედავს, არ ესმის და ვერ აღიქვამს. შესაბამისად ის ამას ასრულებს „თავისნაირად“ და არა ისე როგორც თქვენ გსურთ -ო. როდესაც ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე ნახევარწრეში დამსხდრებს გვთხოვეს იატაკზე გაშლილ ხელის დადების პარალელურად გვეთქვა რა ვისწავლეთ, მე ვთქვი - მოლოდინები იმ სახით არასდროს მართლდება როგორც ჩვენ გვგონია ან გვინდა მაგრამ რაც მთავარია ეს ტრაგედია არ არის. პირიქით.

და შეხვედრის ნანატრი და დაპირებული ეტაპი - კითხვა პასუხი. 6 საათიანი ბევრის კეთების შემდეგ დაისვა ისევ ის კითხვები რითაც უმეტესობა მისული იყო: რა სპეციალურ მიდგომებს იყენებენ შშმ ბავშვებთან მიმართებაში. მინდოდა მეკითხა მათთვის: რა გგონიათ რას ვაკეთებდით გასული 6 საათის განმავლობაშითქო. მე ცნობისმოყვარე დილეტანტის როლში ვიყავი და ტრენერების პასუხს დაველოდე, მაგრამ დაახლოებით მივხვდი რა პასუხს მიიღებდა ყველა ამ შინაარსის კითხვა.
- ჩემთან მოდიან სხვადასხვა შესაძლებლობების, ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული, ისეთი ვინც ეტლით მოსარგებლეა, ვისაც სმენის პრობლემა აქვს ან ისეთი ვისაც ცხოვრებაში არასოდეს უცეკვია, ჩვენ ერთად ვეძებთ და პროცესში ვნახულობ მათში შესაძლებლობებს რაც ცეკვისთვის გვჭირდება, ვმუშაობთ ყველასთან ერთნაირად და ყველასთან ინდივიდუალურად რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებს თითოეული მათგანი, არ ვიცი რა შევთავაზო მას თავიდანვე რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე - არანაირ ინფორმაციას არ მაძლევს ადამიანზე და მის შესაძლებლობებზე.
რეფერირების ჩარჩოები გამახსენდა ჩემი სასწავლო კურსიდან, ათობით გვერდის ინგლისურ ენაზე წაკითხვა, შემდეგ თარგმნა და არანაირი ზუსტი ინსტრუქციები როგორ მოვიქცე. და პრეტენზიაშეპარული განცხადებები ლექტორების მიმართ რომ როგორი ზოგადია თითქოს ეს ყოველივე. არადა სინამდვილეში ეს ხომ ჩარჩოა რომელიც უფლებას გაძლევს მის საზღვრებში თავისუფლად, სიტუაციურად და ინდივიდუალურად იმოქმედო, მოერგო და მოარგო. ვიღაცები უკმაყოფილოები წავიდნენ. მისიაშეუსრულებლობა პირობის ჩამორთმევაზეც დაეტყოთ: კიდევ ჩამოდითო. ჩემთვის საკმარისი იყო. ვიღაცები უკმაყოფილოები წავიდნენთქო. მე პირიქით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG