Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი გაბრაზებულია აშშ-ის მთავრობაზე


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი „უკიდურესად აღშფოთებულია" აშშ-ის მთავრობით, რომელიც, ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, 12-წლიანი ომის განმავლობაში ჯეროვნად არ ითვალისწინებდა ავღანეთის ინტერსებს. ჰამიდ კარზაისთან ინტერვიუ ორშაბათის „უოლ სტრიტ ჯორნალშია“ გამოქვეყნებული. „ომი ავღანეთში აშშ-ის უსაფრთხოებისა და დასავლეთის ინტერსებშია“, - განაცხადა კარზაიმ. ავღანეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო პაკისტანის ტერიტორიაზე თალიბი ექსტრემისტების ბაზებზე აშშ-ის მხრიდან განხორციელებული შეუსაბამო იერიშები. ჰამიდ კარზაისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც ავღანეთში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG