Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედროებს ყირიმის დატოვების უფლებას აძლევენ


უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად დატოვონ ყირიმის ნახევარკუნძული - განუცხადა “ბი-ბი-სის” რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, ჯარისკაცებს შეუძლიათ ასევე შეურთდნენ ყირიმის სამხედრო დანაყოფებს, შემდეგ კი რუსეთის არმიას. სხვადასხვა მონაცემით, ყირიმში ამ დროისათვის 20 ათასამდე უკრაინის სამხედრო პირი იმყოფება. პესკოვის თანახმად, ზოგიერთი სამხედრო უკვე გადავიდა ყირიმის ხელისუფლების მხარეს და ახლა რუსული არმიის ნაწილს წარმოადგენს. პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ყირიმში განლაგებული პრორუსული ძალები იმ პირთა პროვოკაციებს აწყდებიან, რომელთაც კონფლიქტის პროვოცირება სურთ. პესკოვმა განაცხადა ისიც, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ აპირებს, თუმცა რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ყველა ზომას მიმართავს. გუშინ სიმფეროპოლში უკრაინის სამხედრო ობიექტზე განხორციელებული იერიშის შედეგად რუსეთის სამხედროებმა უკრაინის სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. დაჭრილია ორი სამხედო პირი. მომხდარის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი ნაწილების დაცვის მიზნით, იარაღის გამოყენების ნება დართო.
XS
SM
MD
LG