Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდი: რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია


საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია, ვინაიდან უკრაინის კრიზისის გამო კაპიტალის მასშტაბურ გადინებას განიცდის. ეს შეფასება მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა ეკონომისტმა ანტონიო სპილიმბერგომ, რომელიც სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს რუსეთში. მისი თქმით, ფონდმა შეცვალა თავისი პროგნოზი, რომლითაც 2014 წელს რუსეთის ეკონომიკას 1.3 პროცენტით უწინასწარმეტყველებდა ზრდას და ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტამდე დაიყვანა. ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან 100 მილიარდი დოლარი გაედინება. სპილიმბერგოს განცხადებით, საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის კრიზისის და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების გამო, უკვე აისახა უარყოფითად რუსეთის ეკონომიკაზე და საინვესტიციო პროცესებზე. მისი თქმით, თუ რეცესიას ისე განვსაზღვრავთ, როგორც ზრდის უარყოფით მაჩვენებელს ორი კვარტლის გამავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, მაშინ რუსეთი უკვე განიცდის რეცესიას.
XS
SM
MD
LG