Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დაესწრება ინდოეთის პრემიერის ინაუგურაციას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის პრესმდივნის განცხადებით, შარიფი დაესწრება ინდოეთის პრემიერის პოსტზე ნარენდრა მოდის ინაუგურაციის ცერემონიას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას. შარიფმა წერილობით უკვე მიულოცა მოდის ინდოეთში ახლახან ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება. 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორი ქვეყანა სამჯერ ეომა ერთმანეთს. ინაუგურაცია 26 მაისს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG