Accessibility links

logo-print

პოროშენკო პირველივე ტურში იმარჯვებს ხმების მესამედის დათვლის შემდეგაც


უკრაინის ცესკოს მიერ ხმების ერთი მესამედის დათვლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის 25 რეგიონში, მათ შორის - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ლიდერობს პეტრო პოროშენკო. ცესკოს პრეს-სამსახურის ცნობით, პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 54%-ზე მეტმა. დიდი სხვაობით - 13%-ით მეორე ადგილზეა იულია ტიმოშენკო. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება 50%-ს პლუს ერთი ხმის მოპოვება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველა აქტიურობა საპრეზიდენტო არჩევნებზე თითქმის 61% იყო. ყველაზე მეტი ამომრჩეველი ლვოვის საარჩევნო ოლქში გამოცხადდა - 77%-ზე მეტი. ყველაზე დაბალი აქტიურობა იყო დონეცკის ოლქში - დაახლოებით, 14%. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საარჩევნო უბნების უმრავლესობა დახურული იყო. არჩევნები იქ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ჩაშალეს. ათობით ყირიმელმა თათარმა ხერსონის ოლქის დასახლება - ნოვოალექსეევკაში მისცა ხმა. „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ყირიმიდან მომავალი ადამიანები ავტომანქანებით კვეთდნენ რუსულ და უკრაინულ სასაზღვრო საგუშაგოებს.
XS
SM
MD
LG