Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლეონიდ ლაკერბაიას ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი გუდაუთაში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციამ პარლამენტი ამ კვირაში დაიკავა. პრეზიდენტმა ანქვაბმა გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის გადადგომის შეთავაზების გამო. ანქვაბის აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული ზეწოლის და ულტიმატუმების ვითარებაში. ლაკერბაიამ მოუწოდა მინისტრებს, მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის შესრულება.
XS
SM
MD
LG