Accessibility links

logo-print

მოსკოვში პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დაკავებული ხუთი დამცავი გაუშვა


პოლიციამ მოსკოვში დააკავა ხუთი პირი, როცა ჰომოსექსუალთა მცირე ჯგუფი კონჩიტა ვურსტის ფსევდონიმით ცნობილი ტრანსვესტიტის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ავსტრიელი მომღერლისადმი მიძღვნილი მსვლელობის მოწყობას ცილობდა. დაკავებულები მოგვიანებით გაუშვეს. პოლიციამ სწრაფად აღკვეთა 31 მაისს, ქალაქის მერიასთან უფლების გარეშე დაგეგმილი მსვლელობის გამართვა და დააკავა ორი ქალი, რომლებსაც ჰომოსექსუალთა მოძრაობის ფერადი დროშა ეჭირათ ხელში. რუსეთს მიღებული აქვს კანონი, რომელიც არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალური „პროპაგანდას“ კრძალავს.
XS
SM
MD
LG