Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ვარშავაში შეხვდება პეტრო პოროშენკოს


4 ივნისს დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტად არჩეულ პეტრო პოროშენკოსთან. შეხვედრა ვარშავაში შედგება. მას წინ უძღოდა ობამას დაპირება, რომ აშშ 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს ევროპაში მეტი ამერიკელი სამხედროს გასაგზავნად. ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა 3 ივნისს განაცხადა, რომ ალიანსი მალე დაასრულებს მუშაობას პაკეტზე, რომლის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და რეფორმაა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატოს ეგიდით გამართულ შეკრებაზე უკრაინის კრიზისის ფონზე თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდისკენ მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს.
XS
SM
MD
LG