Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გრძელდება მოლაპარაკება დნესტრისპირეთის შესახებ


ვენაში გრძელდება ორდღიანი მოლაპარაკება, რომლის მიზანია დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება. მოლდავეთის და მისი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლები არიანი ეუთო, უკრაინა და რუსეთი. 5+2 სახელით ცნობილი ფორმატი ასევე მოიცავს აშშ-ს და ევროკავშირს დამკვირვებლების ფუნქციით. დნესტრისპირეთმა მოლდავეთისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. ორ მხარეს შორის 1992 წელს ხანმოკლე ომი მოხდა, რომელიც დნესტრისპირეთის მხარეს რუსეთის სამხედრო ჩარევით დასრულდა. თუმცა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია არც რუსეთს და არც სხვა რომელიმე ქვეყანას.
XS
SM
MD
LG