Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ კალტერ შტაინმაიერმა


„ედუარდ შევარდნაძის სახით მსოფლიომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც ისტორიული ცვლილებების პერიოდში გამოიჩინა ვაჟკაცობა და შორსმჭვრეტელობა“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა. მისი შეფასებით, ედუარდ შევარდნაძის გადამწყვეტი მონაწილეობის გარეშე გერმანიის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა. „ედუარდ შევარდნაძემ, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოგვიანებით კი საქართველოს პრეზიდენტმა, თავისი სახელი შეიტანა ევროპის ისტორიის სახელმძღვანელოში და დაუვიწყარი იქნება მისი წვლილი ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გახლეჩის თავიდან აცილებაში“ - ნათქვამია ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG