Accessibility links

logo-print

18 ივლისს პარლამენტი რატიფიკაციას გაუკეთებს ასოცირების შეთანხმებას


18 ივლისს საქართველოს პარლამენტი რატიფიკაციას გაუკეთებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უახლოეს დღეებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, სარატიფიკაციო დოკუმენტს პარლამენტი მთავრობისგან დღეს ან ხვალ მიიღებს. უსუფაშვილის თქმით, რიგგარეშე სხდომამდე საკითხზე სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ საპარლამენტო კომიტეტებში.

XS
SM
MD
LG