Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდასხმამ 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციის გუბერნატორისა და პოლიციის უფროსის ოფისებზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. გუბერნატორის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, ურთიერთსროლის დროს დაიღუპნენ სამი პოლიციელი, ერთი სამოქალაქო პირი და 18-ვე თავდამსხმელი. დაიჭრნენ ოთხი პოლიციელი და 10 სამოქალაქო პირი. ცნობების თანახმად, თავდასხმა დაიწყო, როცა ყანდაარის გუბერნატორი ტორიალაი ვესა უშიშროების სამსახურის წევრებს ხვდებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG