Accessibility links

logo-print

ფეხბურთის განელი ქომაგები ბრაზილიას მიმართავენ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით


განის 200-მდე მოქალაქემ, რომლებიც ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ტურისტული ვიზებით ჩავიდნენ, ბრაზილიის ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებით თხოვნით მიმართეს. განელები აცხადებენ, რომ ისინი მუსულმანები არიან და თავიანთი ქვეყნიდან რელიგიათაშორის კონფლიქტს გაურბიან. ბრაზილიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულეის შემდეგ კიდევ ათასამდე განელი მიმართავს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით. ბრაზილიაში მოქმედი კანონის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირს ეძლევა ქვეყანაში დასაქმების უფლება. პოლიციის აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც განელებს ლტოლვილის სტატუსის მოპოვება სურთ.

XS
SM
MD
LG