Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი საავიაციო თავდასხმებს ღაზის სექტორში აგრძელებს


ისრაელი, რომელიც აგრძელებს საავიაციო თავდასხმებს ღაზის სექტორზე, პალესტინელებს მოუწოდებს, დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. ვრცელდება წერილობითი მოწოდება და ასევე სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთა მიხედვით, ასი ათას ადამიანს ურჩევენ, დატოვონ საცხოვრებელი არეალი. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ დაბრუნდნენ შინ, სანამ მათ დამატებით არ გააფრთხილებენ.ისრაელის არმიის თავდასხმები ღაზის სექტორზე, რომელთა მიზანია ისრაელის მიმართულებით ცეცხლის დაშენის შეჩერება, უკვე მეცხრე დღეა გრძელდება. ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორისთვის რაკეტების დაშენა განაახლა მას მერე, რაც ეგვიპტის ინიციატივით შეთავაზებული ზავი დაარღვია ჰამასმა და ცეცხლი განაახლა. თავდასხმების შედეგად დაიხოცა 200 პალესტინელი და ერთი ისრაელი.

XS
SM
MD
LG