Accessibility links

logo-print

პოლონეთმა მოკლე ხნით ჩაუკეტა საჰაერო სივრცე სერგეი შოიგუს


პოლონეთის საავიაციო ნავიგაციის უწყებამ მოკლედ ხნით არ მისცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავს, ესარგებლა პოლონეთის საჰაერო სივრცით. რუსეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთში, 29 აგვისტოს უკან ბრუნდებოდა. პოლონეთის საავიაციო სააგენტოს ინფორმაციით ფრენის ნებართვაზე უარი განაპირობა იმან, რომ, გაუგებარი მიზეზით, თვითმფრინავმა სამოქალაქო სტატუსი, სამხედროთი შეცვალა. თუმცა, შოიგუს თვითმფრინავს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო პოლონეთის საჰაერო სივრცეში, როდესაც სამოქალაქო სტატუსს დაუბრუნდა. რუსეთის მედიის ინფორმაციით მინისტრ შოიგუს თვითმფრინავს უკან ბრატისლავაში გაფრენა და საწვავით გამართვა მოუხდა. მოსკოვმა უკვე უწოდა „საავიაციო ეთიკის უხეში დარღვევა“ აღნიშნულ ინცინდენტს.

XS
SM
MD
LG