Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში ვულკანის გააქტიურება საფრთხეს უქმნის საჰაერო მიმოსვლას


ისლანდიაში ვულკანი ბარდარბუნგი გააქტიურდა. ისლანდიის მეტეოსამსახურის ცნობით, ვულკანიდან ჯერ არ ამოფრქვეულა ფერფლი, მაგრამ უკიდურესად მაღალია ამის ალბათობა. ავიაციისათვის საფრთხე მაქსიმუმამდე, „წითელ“ დონემდე გაიზარდა. ისლანდიის ნაწილზე საჰაერო სივრცე დახურეს 5500 მეტრ სიმაღლემდე ფრენისათვის. ვულკან ბარდარბუნგის ბოლო ამოფრქვევა 1910 წელს არის დაფიქსირებული.

XS
SM
MD
LG