აქცია მერიის შენობასთან
12 ნოემბერს თბილისის მერიასთან ორმოცდაათამდე პირმა გადაკეტა გზა. მოძრაობის აღდგენა მხოლოდ პოლიციის მეშვეობით მოხერხდა. აქციის მონაწილეები ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსში შესახლებული პირები არიან. ისინი აცხადებენ, რომ წლების წინ მთავრობისგან მიიღეს ნებართვა ქალაქში არსებული ცარიელი ფართები დაეკავებინათ, ახლა კი ამ ბინების მფლობელობაზე სხვა პირები აცხადებენ პრეტენზიას და მათ გამოსახლებით ემუქრებიან. როგორც მერიაში აცხადებენ, ეს საკითხი მერიის კომპეტენციას სცდება და სასამართლოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით
-
აპრილი 29, 2024
"მარში ევროპისკენ" - პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია