Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა უკრაინელი სეპარატისტების მიმართ სანქციები შემოიღო


ევროპის კავშირმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 13 წარმომადგენლისა და ხუთი ორგანიზაციის მიმართ სანქციები შემოიღო „უკრაინის კრიზისში“ მათი როლისა და იმ მოქმედებების გამო, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. შაბათს გამოქვეყნებულ სიაში შევიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დეპუტატები, თავდაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, ევროპის ბანკებში კი გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები.

XS
SM
MD
LG