Accessibility links

logo-print

საქართველო გმობს ფეშავარში განხორციელებულ "შემზარავ ტერაქტს"


პაკისტანის ქალაქ ფეშავარის სასწავლებელზე 16 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „უმკაცრესად ვგმობთ შემზარავ ტერაქტს, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის 130-ზე მეტი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა და შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მძიმე წუთებში საქართველო პაკისტანელი ხალხის გვერდით დგას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

XS
SM
MD
LG