Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში გარდაიცვალა პოლიციელი, რომელიც დღეს დაჭრეს


პარიზში გარდაიცვალა პოლიციელი ქალი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის მომდევნო დღეს. დაჭრილია კიდევ ერთი პოლიციელი. ჯერ არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი რამენაირად წინა დღეს „შარლი ებდოზე“ მოწყობილ თავდასხმას. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, სამართალდამცველებს ავტომატური იარაღიდან ესროლა შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ჯავშანჟილეტი ეცვა.

XS
SM
MD
LG