Accessibility links

საფრანგეთი ზრდის ტერორიზმთან ბრძოლის დაფინანსებას


საფრანგეთი აცხადებს, რომ ქმნის 2680 ახალ სამუშაო ადგილს და 425 მილიონი ევროთი ზრდის ხარჯებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გასააქტიურებლად. პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა 21 იანვარს ისაუბრა ექსტრემისტებისაგან მომდინარე მზარდ საფრთხეზე. მისი მონაცემებით, ამჟამად 3000-მდე ადამიანია ჩართული „ტრორისტულ ქსელებში“, რომლებსაც საფრანგეთში თვალის მიდევნება სჭირდება. მიმდინარე თვეში 17 ადამიანი შეიწირა პარიზში მოწყობილმა ტერაქტებმა. პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, თავდასხმებთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენეს ოთხ ადამიანს. მათგან სამს ბრალად ედება, რომ იარაღი მიუტანეს აჰმედ კულიბალის, რომელმაც ოფიციალური პირების ცნობით, 8 იანვარს პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო 9 იანვარს სიცოცხლეს გამოასალმა ოთხი მძევალი ქოშერულ მაღაზიაში. პარიზში ტერორისტული აქტები დაიწყო 7 იანვარს სატირულ ჟურნალ „შარლი ებოდზე“ თავდასხმით, რომლის დროსაც ორმა შეიარაღებულმა პირმა მოკლა 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე კარიკატურისტი.

XS
SM
MD
LG