Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე აცხადებს, რომ პასუხს გასცემს ისლამურ სახელმწიფოს „არაადამიანური ქმედებებისთვის“


ეგვიპტეს „უფლება აქვს, რომ პასუხი გასცეს“ ისლამურ სახელმწიფოს 21 ეგვიპტელი ქრისტიანისათვის თავის მოკვეთის გამო - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ. მას დეტალებზე არ ულაპარაკია, მაგრამ თქვა, რომ ეგვიპტე შეარჩევდა დროსა და ადგილს, რათა სამაგიერო მიეზღო „არაადამიანური მკვლელებისათვის“. კვირას გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კვეთენ თავს ნარიჯინსფერ ტანსაცმელში ჩაცმულ ტყვეებს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ლიბიაში, რომელსაც ამჟამად მთავრობა აფქტობრივად არა ყავს.

XS
SM
MD
LG