Accessibility links

logo-print

ნარკომომხმარებელთა ქსელმა აქცია გამართა


27 აპრილს თბილისში, პარლამენტის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საკმარისად არ მიიჩნევენ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს და მოითხოვენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება არ ისჯებოდეს. ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკების გასაღება, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და ა.შ. შესაბამისად, სხვადასხვა იქნება სანქციებიც, თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცვლილებები ფასადურია და ნარკოტიკების მოხმარება სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს ავადმყოფობაა და არა დანაშაული.

XS
SM
MD
LG