Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი "მალე ელოდება" რუსეთისაგან საზენიტო-სარაკეტო სისტემას


ირანი "მალე ელოდება" რუსეთისაგან S-300 კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიღებას, ამის თაობაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰუსეინ ამირ აბდოლაჰიამ მის რუს კოლეგასთან მიხეილ ბოგდანოვთან შეხვედრის შემდეგ ირანში განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარიგების კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის. ირანი დედამიწა-ჰაერის კლასის ამ რთული სისტემის თავდაცვითი იარაღის მიღებას მანამდე გასული წლის ბოლოს ვარაუდობდა. ისრაელი და აშშ-ი აკრიტიკებენ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც გააუქმა 2010 წელს შემოღებული შეზღუდვა ირანისათვის საჰაერო თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე. რუსეთი კი აცხადებს, რომ ამ აკრძალვის გაუქმება ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანთან შედეგიანმა საერთაშორისო მოლაპარაკებებმა განაპირობა.

XS
SM
MD
LG